ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი ენმ-ს აქციაზე: ეს ადამიანები არიან უკვე ჩამოყალიბებული სექტა

ის ფაქტი, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გამართა აქცია და მოითხოვა არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა ჩემთვის პირადად, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებთ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან უკვე ჩამოყალიბებული, მე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებ, თუ არა სექტას, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. პირიქით, მათი ამოცანაა შემოიტანონ დესტრუქცია, არეულობა, შფოთვა, მით უმეტეს მათ, აქვთ ყველა საშუალება ამისთვის. აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება. ყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონგარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ მათ სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები