ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: მე გავბედავდი და მოვიტყუებოდი, რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ?

თქვენ როგორ გგონიათ, რომ მე გავბედავდი და მოვიტყუებოდი, გეტყოდით ტყუილს, რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ? არც ერთ შემთხვევაში. მე ვიცი, რომ დღეს მედია არის ძალიან ძლიერი, ხართ ჩასაფრებულები, გვყავს ძლიერი ოპონენტები, არაერთი.. და მე არასოდეს ტყუილს არ ვიკადრებ, რომ ვუთხრა, მოსახლეობას, 105 საწარმო შევქმენით, თუ არ შევქმენით. ეს არის კონკრეტული ფაქტები. არ გჯერათ? შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ განახოთ 105 საწარმო. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი დამთავრებული არ არის. მე გითხარით, რომ შეიქმნა, დაფინანსდა 105 საწარმო და გადაიარაღდა 580 საწარმო

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე, სად არის 100 საწარმო. პრემიერმინისტრის პრესკონფერენცია ჰოლიდეი ინში მიმდინარეობს.

კომენტარები