პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

თინა ხიდაშელი: პრეზიდენტს პირდაპირ ვურჩევდი, არასწორ აქცენტებს ნუ აკეთებს

მე არ გავურბივარ კითხვებს, მე ვისურვებდი, რომ მთავრობა იქ იყოს, თუმცა ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტსაც ვურჩევდი, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ არასწორ აქცენტებს ნუ აკეთებს თავის განცხადებებში, საქართველოს პარლამენტი არ არის მოსაწვევების დამგზავნი ორგანიზაცია. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა სხდომას. პარლამენტის კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის. პრეზიდენტთან სადებატო პარლამენტს არაფერი არ აქვს, გამომდინარე იმ ფუნქციებიდან, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ამიტომ ეს უბრალოდ ცირკის ნაწილი იქნება. 

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

კომენტარები