ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ქალთა უფლებებზე: გავიხსენოთ თამარ მეფე და შუშანიკის წამება

თუ გავიხსენებთ ჩვენს კულტურას და ჩვენს ქართულ ენას. ნახეთ, აქაც როგორი მოზომილები ვართ და რა კარგი კულტურა გვაქვს საამაყო ქართველებს... „მეუღლე", „მეორე ნახევარი", ეს ყველაფერი ძალიან აბალანსებს დამოკიდებულებას... გავიხსენოთ თამარ მეფე... ასეთი კულტურის ხალხს რა გვჭირს დღეს, ეს მარტივი ასახსნელია მგონი. იგივე ვეფხისტყაოსანში „ლეკვი ლომისა სწორია"... იგივე შუშანიკის წამება გავიხსენოთ, პირველი ნაწარმოები ჩვენი... მაშ რა ხდება, თუ ასეთი კულტურა გვქონდა, რატომ არის ასე გამოკვეთილად არასასიამოვნოდ, ჩემთვისაც... აქაც კი ქალების როლი მეორეხარისხოვნად რჩება ძალიან ხშირად? მგონი მარტივი ახსნა აქვს ამასაც. მე-19 საუკუნემდე და მე-20 მდე და დღესაც რეგიონებში რომ ვნახოთ, სადაც ძირითადი, საუბედუროდ, შრომის იარაღი თოხი რჩება, მიწის დამუშავება ხელით ხდება, სადაც გონებრივი სამუშაო ჯერ კიდევ არ ჭარბობს, 21-ე საუკუნეში... მარტივად ახსნადია ეს. სოფლის მეურნეობას მეუღლეები ერთდროულად და თანაბრად ეწეოდნენ... როგორც წესი, უფრო მძიმეს ირჩევდა მამაკაცი, სახლში საქმე და შვილების აღზრდა - ქალბატონს, ეს უფრო მსუბუქი და ბუნებრივი პროცესი იყო და აი ამ ტრადიციებში შემოვრჩით ცოტა. დაგვივგვიანდა ეკონომიკის განვითარება მგონი და ესაა მიზეზი...

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ქალთა უფლებებზე და თანასწორობის ტრადიციებზე, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ში.

კომენტარები