საქართველოს ეკონომიკა

ხადური: ცხოვრების დონე ბოლო 2 წელიწადში 8%-ით გაიზარდა

ბევრი რამ გაკეთდა ბოლო დროს. სამწუხაროდ, დღეს ჩანს მხოლოდ პრობლემები და არ ჩანს გაკეთებული საქმეები. ნამდვილად არ მინდა თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდად არ არის. ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ცხოვრების დონეც კი, რომელზეც დღეს ყველა წუხს, ბოლო 2 წელიწადში, რეალურ მაჩვენებლებში მცირედით, მაგრამ გაზრდილია - 8%-ით.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პალიტრა TV-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში გაიზარდა სურსათის, ჯანდაცვის, სასმელის, თამბაქოს ფასები. ასევე, შემცირდა ექსპორტი, ენერგეტიკის სფერო, ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა და სამუშაო ადგილები.

კომენტარები