ეკონომიკური ზრდა

ხადური: ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით 0,5%. ეს ცუდი მაჩვენებელია. თებერვალში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4-4,5% იქნება თებერვალში. ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა. გასულ წელს 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს ასეთი მაჩვენებელი 2008 წლის ომის შემდეგ არ ჰქონია... მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე­ ადგილზე ვართ. ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ. არაფერი შეცვლილა იმ 9 წელიწადში, ასე რომ გვაყვედრიან და ყელში ამოგვიყვანეს.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პალიტრა TV-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში.

კომენტარები