ლარის გაუფასურება

კალაძე: ინვესტიციების შემოტანის მიმართულებით ოპტიმიზმით ვარ განწყობილი

ეს ყველაფერი გამოწვეული იყო საგარეო ფაქტორიდან თუ რა ხდებოდა რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში, რა მძიმე სიტუაციაა რეგიონში, რა მდგომარეობაა უკრაინაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა საქართველოზეც. თუმცა, არსებობს გარკვეული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ არ დაგვიმძიმდეს პრობლემა. გეგმაში არის ინვესტიციების შემოტანა საქართველოში და ამ მიმართულებით პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები ოპტიმიზმით ვართ განწყობილები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ეს არის ხარჯვით ნაწილში თანხების რაციონალური ხარჯვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან იმ კონკრეტული სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება, რომელიც იქნა ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თუნდაც ლარის კურსის გამყარებას და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც თითოეულ სამინისტროს აქვს წარმოდგენილი.

განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ვიდეოდიალოგისას, მოქალაქის კითხვაზე, რომელიც ლარის გაუფასურებას ეხებოდა.

კომენტარები