შარშან ჩვენ ვიომეთ იმისთვის, რომ მარგველაშვილს ჰქონოდა გამოსვლა პარლამენტში. ეს იყო პრინციპული პოზიცია. პრეზიდენტის პირველ გამოსვლაზე პარლამენტში, მთავრობის არდასწრებით და გამოსვლის გადავადებებით, მთავრობის მხრიდან მთელი თემა იყო - მარგველაშვილს გავუკეთოთ მაქსიმალური იზოლაცია, ვაგრძნობინოთ, რომ მან დაარღვია არაფორმალური წესები, ვაგრძნობინოთ მის გუნდს, რომ ისინი ვერაფერს გააკეთებენ ამის წინააღმდეგ და ბოიკოტის და ბლოკირების რეჟიმში თვითონაც მიხვდება, რომ მისი ადგილი აქ არ არის. დღეს თუ შევხედავთ, პრეზიდენტი არის თავის გარემოში, სივრცეში, რომელიც დისტანცირებულია ქართული ოცნების ძირითადი ბირთვიდან, იმიტომ, რომ ძირითადმა ბირთვმა თვითონ გაუკეთა დისტანცირება. მარგველაშვილი ვერ გამოიყენეს და ვერ იყენებენ. ვერც შიდა თემებში, ვერც საგარეო თემებში. ეს მათი უნიათობის თემაა. არ შეიძლება პრეზიდენტი გყავდეს შენი გუნდიდან და ვერ იყენებდე შენი საქმიანობისთვის.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
მაჭავარიანი: შარშან ვიომეთ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა ჰქონოდა
tbl.ge/knr
დაკოპირდა
აღნიშნა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტშიპრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაგიორგი მარგველაშვილივანო მაჭავარიანიგანხეთქილება მთავრობაში
ამავე თემაზე
- მდინარაძე პრეზიდენტზე: მე მგონია, რომ იმპიჩმენტის საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება
- კობახიძე: თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია – გავერკვევით
- ვინ რას სცოდავს პრეზიდენტ ზურაბიშვილის აზრით
- ზურაბიშვილი ოპოზიციას: რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!
- პრეზიდენტი: სააკაშვილის შეწყალებაზე ხელახალ განხილვაში არ შევალ, პასუხი უკვე გაცემულია