არაფორმალური მმართველობა

ნოდია: არის მეფე, რომელიც ზოოპარკს უვლის და ვეზირი მოსაწყენ საქმეებს აკეთებს

ჯამაჰირიას დავარქმევთ, თუ ნეომონარქიას, როდესაც არის მეფე, რომელიც ნადირობს ან პირად ზოოპარკს უვლის და პირველი ვეზირი ჰყავს, რომელიც ყოველდღიურ მოსაწყენ საქმეებს აკეთებს, როდესაც ასეთი ზეკონსტიტუციური არბიტრი არსებობს, რომელსაც ყველა უყურებს და ცდილობს გამოიცნოს მას რა მოეწონება, ეს არის უაღრესად არაეფექტური. ბიძინა ივანიშვილი რაში ერევა და რაში არა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ერევა იმაში, რაც აინტერესებს. როცა შენ ხარ მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც არ გაქვს ყოველდღიური კონტაქტი და ეს ადამიანი არ გაძლევს ყოველდღიურად მიმართულებას, იძულებული ხარ იფიქრო არა იმაზე, სწორია თუ არა ესა თუ ის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, არამედ იმაზე, ბიძინას მოეწონება ეს თუ არა. გეშინია, რომ არ მოეწონოს. ამიტომ ჩნდება გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.

თქვა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები