ბიძინა ივანიშვილი

ჯგერენაია: პრობლემაა მოლოდინი, რომ ოდესმე მდიდარი ადამიანი ფულს დაარიგებს

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აზროვნებს საშუალო სტატისტიკური ადამიანი. პრობლემა არის იმაში, როგორ აზროვნებს რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავი გამოვსებული აქვს მითებით და არ აზროვნებს რაციონალურად. ჩვენს საზოგადოებაში, ჩემი აზრით, არსებობს სრულიად ირაციონალური მოლოდინი, რომ ოდესმე მდიდარი ადამიანი დაარიგებს ფულს. ეს მოლოდინი აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან პოლიტიკაში, მათ შორის იმ სიმაღლეზეც, რა სიმაღლეზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ადამიანი ფლობს ყველაზე რეალურ ძალას, რომელიც არის ფული და არსებობს მოლოდინი, რომ ეს ფული რაღაცნაირად მათ შეხვდებათ მისი ხელიდან. ეს მოლოდინი ალბათ ოდესმე, სულ ბოლოს მოკვდება, მაგრამ ის დღეს არსებობს.

თქვა სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები