ხელისუფლება და მედია

თოფაძე პრეზიდენტს: იქნებ ესაუბროთ მედიას, არ შეიძლება მთავრობის ასეთი ლანძღვა

ბატონო პრეზიდენტო, მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ბეჭდურ მედიასა და რამდენიმე სატელევიზიო არხის მუშაობაზე. ალბათ, თქვენ საღამოობით ხშირად უყურებთ ამ გადაცემებს და აკვირდებით, რამდენად არასწორად აშუქებენ რეალობას. კი, საზოგადოება ხვდება, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ შეიძლება, რომ მილიონობით ხალხი ჩავაყენოთ ამ მდგომარეობაში? ზოგი ვერც უყურებს სხვა არხს. რას უჩვენებენ - არცერთი დადებითი, არცერთი პოზიტიური, რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ, აქ არ შუქდება. მარტო არის კრიტიკა უსაფუძვლო, უსამართლო. ვფიქრობ, თქვენ უფლებამოსილი კაცი ბრძანდებით და იქნებ ესაუბროთ ამათ? არ შეიძლება ასეთი განუწყვეტელი ლანძღვა იმ ხელისუფლების, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა ქვეყანა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, რასაც, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ ხედავს.

ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე გოგი თოფაძე პრეზიდენტს მიმართავს.

კომენტარები