ხელისუფლება და ოპოზიცია

ბობოხიძე: ქვეყანა ჰგავს კრილოვის იგავ-არაკს გედზე, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიაზე

დღეს საქართველო ჰგავს კრილოვის იგავ-არაკს გედის, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიას შესახებ, როდესაც სამივე სხვადასხვა მიმართულებით ეზიდება საზიდარს და საზიდარი ადგილიდან არ იძვრის. ჩვენ ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენ საერთოდ არ ვეზიდებით თუნდაც სხვადასხვა მიმართულებით საზიდარს, ჩვენ დღეს დაკავებული ვართ, სამწუხაროდ, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით. სხვა საზრუნავი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და საქართველოს რეალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. ის ერთი იდეითაა შეპყრობილი - რამენაირად გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე პარლამენტში.

კომენტარები