თბილისის საკრებულო

აბესაძე: ქალაქი არა, მაგრამ ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ

ქალაქი გუგუნებს" - ქალაქი არა, მაგრამ ტენდერის გარეშე მილიონიანი კონტრაქტების მიმღები ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ; უხარისხოდ დაგებულ გზებზე ასეულობით ათასი ლარის მიმღები კომპანიები გუგუნებენ; კონკურსში ჩაჭრილი არაკვალიფიციური, მაგრამ მერიაში მაინც მომუშავე ქართული ოცნების წევრების ნათესავები გუგუნებენ; და ბოლოს, ამ ყველაფრის გამო დანგრეული გზებით გაწვალებული, საცობებში მდგომი, ხშირად ჩაბნელებულ ქუჩებში მოსიარულე, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები და ზოგადად გაძვირებული ცხოვრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისელებიც გუგუნებენ. ოღონდ ეს სხვადასხვა გუგუნია...

საკრებულის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქალაქი გუგუნებს და სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი, ვიდრე წინა წლებში".

კომენტარები