პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრემიერი: იმისთვის არ აგვირჩიეს, რომ პრეზიდენტის მთავრობისადმი კრიტიკა ისმინონ

ჩვენთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ, უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო და ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის გუშინდელ საპარლამენტო გამოსვლაზე.

კომენტარები