პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

წიკლაური: აშკარაა, რომ მთელი მთავრობა უპირისპირდება საქართველოს პრეზიდენტს

პრემიერმა უბრალოდ არ იცის სიტყვა პომპეზურის მნიშვნელობა, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ნოდარ ხადურმა ან თვითონ ღარიბაშვილმა რაიმე სახის ღონისძიებას შესძინონ პომპეზურობა. სრულიად აშკარაა, რომ მთელი მთავრობა უპირისპირდება საქართველოს პრეზიდენტს. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, როგორ მოახდინა მთავრობამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ბოიკოტირება. დღეს შეტევა გაგრძელდა ახალი ძალით ღარიბაშვილის მხრიდან. ასეთი ქმედება აზარალებს საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერის დღევანდელი განცხადება შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას მთავრობა გაუმართლებლად და უსამართლოდ გააკრიტიკა.

კომენტარები