პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ხადური პრეზიდენტს: ეკონომიკური საბჭო ძალიან კარგი ინსტრუმენტია

მე მინდა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომ ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშავოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და სამუშაო რეჟიმში გვქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში, ეკონომიკის განვითარება შეუძლებლად მიაჩნია.

კომენტარები