პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი: მივესალმები, რომ მთავრობა დეტალურად სწავლობს ჩემს გამოსვლას

მე მივესალმები იმას, რომ პრემიერმინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ მას დეტალურად. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის დღევანდელი განცხადება შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას მთავრობა უსამართლოდ გააკრიტიკა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი მთავრობის კომპეტენციაში ერევა.

კომენტარები