ბიძინა ივანიშვილის როლი

კილასონია: პანორამა-თბილისით ივანიშვილი თითქმის მთელს ძველ თბილისს ისაკუთრებს

ჩვენ ვეძებდით ივანიშვილის არსებობას იქ, სადაც შენიღბულია მისი არსებობა. ვიცით, რომ არსებობდა და მონაწილეობს საყდრისის ოქროს ამბავში. არის სხვა საკითხიც - კულტურული და ძალადობრივი, რომელსაც ჰქვია პანორამა-თბილისი. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, თითქმის მთელი ძველი თბილისის მისაკუთრების პროცესი, რომელსაც ღიად ახორციელებს ივანიშვილი თავისი სახელით და ამაყობს კიდეც ამით. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ბევრი რამ - მაგალითისთვის, გუშინ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის გადაეცა მერიას. ოღონდ ჯერ არ არსებობს შიდა ინსტიტუცია და კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს. ანუ უკვე იციან, რომ მიიღეს ეს უფლება, რომელიც ჩამოართვეს ერთი წლის წინ კულტურის სამინისტროს, მაგრამ მერიაში არ არსებობს ჯგუფი, რომელიც იკისრებს ამას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, ერთი ადამიანის სურვილებს ერგება პროცესები და არა ამოცანებს და პრობლემებს ერგებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ და ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობა საზოგადოებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რას კარგავს.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები