მთავრობის გადაყენება

ნადირაშვილი: იმედია, ალასანიას გუნდი ჩვენს ხელმოწერებს შეუერთდება

საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და კაბელების საქმე არის ამის ნათელი დადასტურება. სამწუხაროა, რომ ალასანია ამას მიხვდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადად მას და მის გუნდს შეეხო ივანიშვილის რეჟიმი. მას ერთხელაც კი არ გაუპროტესტებია მაგალითად გიგი უგულავას პატიმრობა, რომელიც დღეიდან სრულიად უკანონო პატიმარია. იმედი მაქვს, რომ ალასანია და მისი გუნდი უფრო ადრე მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქ არის ერთადერთი - ამ მთავრობის წასვლა და შემოუერთდებიან იმ ხელმოწერებს, რომელიც გროვდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები