სასაზღვრო პოლიცია

პრემიერი: მესაზღვრეები ფიცრულებიდან და კარვებიდან გამოვიყვანეთ

მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად ისინი გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან. მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. ჩვენი ძალისხმევით რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის - ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის - პრეზენტაციაზე.

კომენტარები