ამნისტია

ბესელია: იყო თუ არა საჭირო ამნისტია? დიახ, საჭირო იყო

იყო თუ არა საჭირო ამნისტია, ასე საკითხი არ უნდა დაისვას, დიახ, საჭირო იყო, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იტანჯებოდა და კვდებოდა საპატიმროებში და ამნისტიებიდან გათავისუფლებულ პირთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა განმეორებით დანაშაული. ეს არის ძალიან დაბალი ციფრი, სხვა ქვეყნების მაგალითზე ასეთი მაჩვენებელი ზოგჯერ 50%-ს აღწევს. ამიტომ, ყველაფრის გათვალისწინებით, როცა იმ კონტექსტზე ვსაუბრობთ, რა სიტუაციაც დაგვხვდა ჩვენ, მე მგონი, ეს იყო ის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, მუდმივად რომ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღსრულებაზე, რაც სახელმწიფოს უნდა გადაედგა.

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა იმედის კვირში კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა მასობრივი ამნისტია.

კომენტარები