ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ივანიშვილი ხარძიანის მკვლელობაზე: არ წასულა ენმ უსისხლოდ, აი, კუდი მოიქნიეს

მე მახსოვს და გავიხსენებ, რობიკო სტურუა მოვიდა რამდენჯერმე ჩემთან, როცა მოვედი ოპოზიციაში, როცა პოლიტიკაში შემოვედი და მითხრა - რომ იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენო. და ბოლოს გაოცებული მოვიდა და გაოგნებული კაცი, ეს რა გააკეთე, როგორ გააკეთე, რომ უსისხლოდ წავიდნენო. არ წავიდნენ უსისხლოდ, აი, კუდი როგორ მოიქნიეს. ეს არის სწორედ იმ სისტემის შედეგი, რაც ხდება დღეს. რა თქმა უნდა, გამოძიებას არ მინდა, გადავასწრო და შეიძლება, კიდევ სხვა ხაზები გამოიკვეთოს და პატარა ალბათობით, შეიძლება რაღაც სიურპრიზი კიდევ გველოდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იყო ტიპიური ქმედება მათი, ეს იყო ტიპიური ხელწერა მათი და საზოგადოება კიდევ იტანს მათ, რომ ესენი გვასწავლიან დღეს ზნეობას და გვიკითხავენ ლექციას.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა 20/30-ში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე.

კომენტარები