პოლიციელის მკვლელობა

პრემიერი: კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაათმაგოთ

მე მოვუწოდე შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე. 

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში პოლიციელის მკვლელობაზე საუბრისას.

კომენტარები