პოლიცია

ნატალია ფირცხალავა: კრიმინალის წინააღმდეგ საჭიროა მტკიცე პოლიციური ინსტიტუტი

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, სადაც კრიმინალური მენტალიტეტი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამის წინააღმდეგ საჭიროა საკმაოდ მტკიცე და ძლიერი პოლიციური ინსტიტუტი. ხოლო ამდაგვარი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მხრიდან, როგორც, მაგალითად, კორტების სპეცოპერაციის საქმისადმი დავინახეთ ყველამ, რა თქმა უნდა, პოლიცია სუსტდება და კნინდება, რაც ავტომატურად იწვევს კრიმინალის გააქტიურებას და წახალისებას. მე, როგორც რიგით მოქალაქეს და არა როგორც ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილს, რომელიც მიჩვეული იყო მშვიდად ქუჩაში სეირნობას დღის რომელი მონაკვეთიც არ უნდა ყოფილიყო, მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ჩემი დაცულობის შეგრძნება გაგრძელდეს დიდხანს და ჩვენმა ქვეყანამ გადადგას აქტიური ნაბიჯები პროგრესისკენ და არა პირიქით, რეგრესისკენ.

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას შვილი, მარკეტინგის სპეციალისტი ნატალია ფირცხალავა ტაბულას ეთერშ, გადაცემა თეორემაში. ცნობისთვის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.

კომენტარები