ჯარი და პოლიცია

ტუღუში: თუ პოლიციელი ხედავს, რომ სისტემა იხრწნება, ხდება მისი დემორალიზება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო - ეს არის უწყებები, რომლებზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და დიდწილად განაპირობებენ სახელმწიფოებრიობის აღქმას მოსახლეობაში. იმიტომ, რომ ჯარი, პოლიცია გარკვეული ატრიბუტია ქვეყნის ძლიერების და უსაფრთხოების. ეს ორი უწყება გიცავს საფრთხეებისგან. აქ დგება პრობლემა თვითონ მინისტრისაც, როგორც ინდივიდის და ჩვენ ეს პრობლემა გვქონდა და დღესაც გვაქვს გარკვეულწილად. აქ დგება ვერტიკალის თემა - თავდაცვაც და შსს-ც ორივე საკმაოდ სტრუქტურიზებული და იერარქიული უწყებებია. არ არის ესენი დეცენტრალიზებული, საკმაოდ მკაცრი სტრუქტურა აქვს. რიგით ჯარისკაცზე არ ვსაუბრობ, საშუალო დონის მენეჯერებიდან დავიწყოთ, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონის პოლიციის უფროსი როდესაც ხედავს, რომ სისტემა რაღაც დონეზე იხრწნება და მას აქვს განცდა უსამართლობის და ვერ ხედავს მხარდაჭერას ხელისუფლებისგან. როდესაც ხედავს, რომ ის ღირებულებები, რაზეც რაღაცა იდგა თავის დროზე და საკუთარ კომპეტენციებს კარგად ართმევდა თავს, მის თვალწინ იფშვნება, ეს, რა თქმა უნდა, ახდენს ყველას დემორალიზებას. განსაკუთრებით ეს ადვილად მიღწევადია ჯარში და პოლიციაში, იმიტომ, რომ ეს არის მკაცრად იერარქიული სტრუქტურები.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები