გოგუაძე: საყდრისში რაც ხდება, არის ვიღაცის მიერ შეკვეთილი დანაშაული

საყდრისში რაც ხდება, ეს არის ვიღაცის მიერ შეკვეთილი დანაშაული, რომელიც აღასრულა მთავრობამ და პარლამენტი უარს ამბობს ამ შესაძლო დანაშაულის გამოძიებაზე. ასე რომ, სახეზეა სახელმწიფო სხვადასხვა შტოების ერთობლივი მოქმედება დანაშაულის დასამალად და ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა.

განაცხადა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას. ენმ-ის ინფორმაციით, RMG GOLD-მა გუშინ საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა. საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები