ზურაბ ადეიშვილის საქმე

აგულაშვილი: ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან ამოღება სამართლებრივი საკითხი არაა

ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან ამოღება არ არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, იმიტომ, რომ აქ საკითხი არ ეხება მტკიცებულებებს, მათ დამაჯერებლობას, საკმარისობას ან არასაკმარისობას. აქ საკითხი ეხება იმას, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ მისცა, როგორც ჩანს, თავშესაფარი მოქალაქეს და აქედან გამომდინარე, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ინტერპოლის ბიურომ შეწყვიტა ძებნა. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, არანაირი კითხვა მე პროკურატურასთან არ მაქვს. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები