ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: პირველებმა ჩვენ ვთქვით ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებაზე

მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ 2.5 თვით ადრე განვაცხადეთ იმაზე, რომ ჩამოსაწევი იქნებოდა ჩვენი საპროგნოზო მონაცემები. ამიტომ, მგონი, რომ პირიქით მოხდა. პირველი მთავრობამ თქვა ეს და შემდეგ მოხდა კონსულტაციები სავალუტო ფონდთან... ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი და ჩვეულებრივია, რომ ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზზე, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება. ეს საქართველოს ბიუჯეტით დაგეგმილზე 3%-ით ნაკლებია.

კომენტარები