საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ეტაპობრივად ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ერთად ვიმუშაოთ

ეტაპობრივად ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, რომ ერთად ვიმუშაოთ კერძო სექტორმა, ბიზნესმა, მთავრობამ და ყველამ. მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს ყველაფერს. ხომ ასეა ეს? გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობები. ხალხი, კერძო სექტორი, მთავრობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის ქვეყანა. ეს არის ჩვენი, ყველასი. ჩვენ თქვენგან ვართ დაქირავებული. ხალხი ირჩევს მთავრობას, რომ მართოს ქვეყანა და თუ ეფექტიანად ვერ მართავს, შემდეგ სხვა მთავრობას აირჩევს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები