სოფლის მეურნეობა

პრემიერი: სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსახლეობას, დაიწყონ ბიზნესი, სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს... გლეხმა ირწმუნა, რომ ღირს ვენახის გაშენება და გასულ წელს 3 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ვენახები მიზანმიმართულად იჩეხებოდა. ქართველ მეღვინეებს ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ, ევროპის ბაზარზე 65%-ით გავზარდეთ ექსპორტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრობლემები რჩება, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ისინი ეტაპობრივად გადაგიწყვიტოთ. მინდა, გქონდეთ ხელისუფლების იმედი. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეშია და ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტში მაისში მთის კანონის განხილვა დაიწყება. მჯერა, რომ მთის კანონი და ეს პროგრამები მთლიანობაში, ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის ფეხზე დაყენებას

მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭრებალოს ღვინის ქარხანაში შეკრებილ მეწარმეებს.

კომენტარები