იპოთეკარების პრობლემა

ნარმანია: ძალიან გაჭირვებულ ე.წ იპოთეკარებს ბინის ქირით უზრუნველვყოფთ

ჩვენ იპოთეკარებთან მიმართებით მხოლოდ შუამავლის როლი შეგვიძლია ვიკისროთ. საკითხი არის ძალიან მწვავე და კომპლექსური. ჩვენ შეიძლება სოციალური თვალსაზრისით ამოვუდგეთ გვერდში ამ მოქალაქეებს, რასაც დედაქალაქის მასშტაბით ვაკეთებთ კიდეც, თუ ძალიან გაჭირვებულ ოჯახებთან გვაქვს საქმე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შესაბამისი რაიონული განყოფილებები მათ ბინის ქირით უზრუნველყოფენ. მზად ვარ, შევხვდე ადამაინებს, რომლებიც ითხოვენ ჩემთან შეხვედრას, ასე რომ, შეხვედრის პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ.

განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარები