ინფრასტრუქტურის მინისტრი

ივანიშვილი: ჯავახიშვილსაც ექნება ჩავარდნილი ტენდერები. არაფერია იდეალური

არა მგონია [შავლიაშვილის წასვლის მიზეზი ჯავახიშვილის კრიტიკა ყოფილიყო]. ჩავარდნილი ტენდერები მომავალშიც იქნება. ჯავახიშვილი მინისტრი გახდა, ხო? უკვე დანიშნეს. ჯავახიშვილსაც ექნება ჩავარდნილი ტენდერები. არ არსებობს არაფერი იდეალური. არ მგონია, რომ კრიტიკული შენიშვნები გააკეთა ჯავახიშვილმა.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხობს კითხვას - ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილის გადადგომის მიზეზი ხომ არ გახდა მისი მოადგილის და ქართუ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის კრიტიკა?

კომენტარები