ნოდარ ჯავახიშვილი

საგანელიძე: მე ნამდვილად არ მახსოვს მთავრობის გამიჯვნა ნოდარ ჯავახიშვილთან

მე ნამდვილად არ მახსოვს მთავრობის გამიჯვნა ნოდარ ჯავახიშვილთან... მთავრობა ემიჯნება ან მან შეიძლება განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს. მეტსაც გეტყვით, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება არ ჰქონდეს, ანდა ყველამ ერთ ნათქვამ სიტყვაზე აიტაცოს თემა და ერთი და იგივე იმეოროს. ამიტომაა ჩვენი მთავრობა და პარლამენტი ძლიერი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლებაც, საშუალებაც და არ ეშინია კიდევ აზრის გამოთქმის. შესაძლოა, ბატონ ნოდარს იმ შემთხვევაში ჰქონდა თავისი მოსაზრება და მან თქვა და მივესალმები, როცა ადამიანი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ბატონმა გიორგიმ თავისი პოზიცია დააფიქსირა.

აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კითხვაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, კვირიკაშვილმა 5 მარტს თქვა, რომ მთავრობა არ იზიარებს ჯავახიშვილის განცხადებას IMF-ის მოსყიდვაზე.

კომენტარები