დაპირისპირება გურჯაანში

ვოლსკი: კორუფციასა და თაღლითობაში გამოცდილ ენმ-ს რაღაც საკითხებზე დაეჯერება

ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პროვოკაციას გეგმავს, ყველა ფაქტორს ითვალისწინებს, რომ მნიშვნელოვნად იყოს გამუქებული, გაბუქებული ვითარება, რომელსაც თავადვე ქმნის. მგონი, თავის მიზანს მიაღწიეს. კორუფციაში და თაღლითობაში ესოდენ გამოცდილ ნაციონალურ მოძრაობას, რაღაც საკითხებზე დაეჯერება, თუკი ისინი საუბრობენ, რომ ასეთი სქემა არსებობს, მაგრამ ფორმა, რომლითაც ისინი ამ თემაში შემოდიან, კატეგორიულად მიუღებელია.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გურჯაანში მომხდარ დაპირისპირებასა და ენმ-ის მიერ სავარაუდო ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტების გასაჯაროებაზე.

კომენტარები