წიკლაური: აღლუმის არჩატარება არის პოლიტიკური ვენდეტა პრეზიდენტის წინააღმდეგ

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ამაყობს სახელმწიფო ინსტიტუტებით, არ ამაყობს ქართული პოლიციით, ქართული ჯარით და სწორედ ამის გამოვლინებაა ის, რომ ქართულ ჯარს უკრძალავენ ეროვნული დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში მონაწილეობას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკვე მერამდენედ, ქართული ჯარი არ მონაწილეობს ამ აღლუმში, უკავშირდება აგრეთვე იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ადრე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ახლა კი, პრეზიდენტ მარგველაშვილის წინანაღმდეგ. ესეც არის ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი იმ დამოკიდებულების, რომელიც არამც და არამც არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არც წელს ჩატარდება.
მოკლე ბმული: