აგულაშვილი: მხოლოდ შიდა პრობლემებზე აქცენტს ნუ გააკეთებთ

მე ვფიქრობ რომ შოკუნიები იყო უადგილო ხუმრობა ფინანსთა მინისტრის მხრიდან, მე არ მომეწონა ასეთი შეფასება. ეკონომიკური კრიზისი იწყება მაშინ, როდესაც იწყება რეცესია, როდესაც არ გვაქვს ეკონომიკის ზრდა. მოლოდინების მიუხედავად ასეთი ვითარება არ დაფიქსირდა, მეტსაც გეტყვით, სავალუტო ფონდმა გადადო თავისი ჩამოსვლა, მაისში აპირებდნენ ჩამოსვლას. სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებები განა ამშვიდებს ჩვენს მოსახლეობას? საქართველოში საინვესტიციო გარემოსთან, პოლიტიკურ ვითარებასთან, დემოკრატიის ინდექსთან, ღია მმართველობის პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ კარგი, ხანდახან საუკეთესო მონაცემებიც გვაქვს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ აკეთებთ მხოლოდ შიდა პრობლემებზე აქცენტს, რომლებსაც არ გავურბივართ. მე მაქვს ინვესტიციების და სხვა აქტივობების იმედი.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგლა აგულაშვილმა იმედის ეთერში გადაცემა რეაქციაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები