თინა ხიდაშელის ინტერვიუ

ხიდაშელი: ქვეყნისთვის უმჯობესია მეტი პოლიტიკური გამოცდილების პრემიერი

ოთხი წლის წინ, ჩემთვის რომ გეკითხათ, როგორი დეპუტატი იქნებიო, სულ სხვა რამეს მოვყვებოდი, ვიდრე ახლა ვყვები. ვთვლი, რომ პარლამენტში უფრო პროდუქტიული უნდა ვიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთი საქმე დამევალა, რომ სხდომების ნახევარზე მეტზე ვერ დავდივარ და ქვეყნის გარეთ წასვლა მიწევს. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი მთავარი მინუსი ასაკია და შესაბამისად, ასაკთან ასოცირებული პრობლემები. კერძოდ, გამოცდილება, სისწრაფე, სიხისტე. დარწმუნებული ვარ, რომ ის განცხადება, რომელიც მან ალასანიასთან დაკავშირებით გააკეთა, ამის შედეგი იყო და არა იმის, რომ მას მაინცდამაინც ამის თქმა უნდოდა. როგორც ჩანს, ემოცია მოუვიდა და პირდაპირ მიკროფონში თქვა. ვფიქრობ, რომ იმ ტიპის ქვეყანას როგორიც საქართველოა, უმჯობესია, უფრო მეტი პოლიტიკური გამოცდილების პრემიერი ჰყავდეს იქედან გამომდინარე, რომ ეს ურთიერთობები მყიფეა და ამას სხვანაირი შედუღაბება სჭირდება. უფრო მეტის მოთმენა და ატანაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ირაკლი ალასანიას პრობლემაც იგივეა. ასეთ ქვეყანაში საჭიროა უფრო მეტი მოთმენა და მეტი შემრიგლებლობა, რადგან რისკები მაღალია და ემოციას უფლება არ უნდა მისცე, რომ წინ გაგისწროს

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა for.ge-სთან ინტერვიუში

კომენტარები