თინა ხიდაშელის ინტერვიუ

ხიდაშელი: ივანიშვილს ისეთი სტატუსი აქვს, რაც ნებისმიერი NGO-ს ხელმძღვანელს

მას ზუსტად ის სტატუსი აქვს, რაც ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც გამოდის და დედამიწას კარნახობს - როგორ უნდა მოიქცეს. არასამთავროები გამოვიდნენ და ჭკუას გვარიგებენ, რომ თურმე, ცუდად ვიქცევით და პროკურატურის რეფორმას ცუდად ვატარებთ. იმის ნაცვლად, რომ ისინი მოვიდნენ, ჩვენთან დასხდნენ და საკუთარი ხედვები გაგვაცნონ, ქუჩიდან ხმამაღლა საუბრობენ. ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, რომ საკუთარი აზრები საჯაროდ გამოხატოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი აზრები ვინმესთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს და გულის ფიცარზე დაიწეროს. თუ ვინმე თვლის, რომ ეს აზრები გულის ფიცარზე უნდა დაიწეროს, ეს იმ ადამიანის საქმეა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა for.ge-სთან ინტერვიუში

კომენტარები