მანანა კობახიძე

კობახიძე: შესაძლოა, საბერძნეთის სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი არ არის

რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ შემიძლია ვთქვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე... როდესაც ქართულმა სასამართლომ პირს მიუსაჯა უვადო პატიმრობა ძალიან მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისთვის... ეს იყო სააკაშვილის პერიოდში. საბერძნეთის სასამართლომ მაშინაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ზომა არ მიიღო და არ განახორციელა ექსტრადირება. ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის მართლმსაჯულება, არის თუ არა თავისუფალი კორუფციისგან საბერძნეთის სასამართლო... მე შემიძლია ეჭვი მქონდეს, რომ შესაძლოა არც ეს სასამართლო არის კორუფციისგან თავისუფალი.... საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი წარუდგინა და არავითარი პრობლემა საქართველოს მხარეს არ აქვს...

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დათა ახალაიას საქართველოსთვის ექსტრადირებაზე უარის თაობაზე, ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში.

კომენტარები