ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი გალში რუსულის სწავლებაზე: ადამიანმა თუ ორი ენა იცის, ცუდია?!

გალში 11 ე.წ. ქართული სკოლაა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას. ანუ, ქართულ სკოლებში ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. თუ ვეყრდნობით იმას, თუ რას ამბობენ და აპირებენ, ამბობენ და აპირებენ სწორედ ამას - ქართულთან ერთად რუსული ენის სწავლებასაც. რასაც და როგორც აპირებენ, ზოგადად, სულაც არ არის მისასალმებელი, მაგრამ ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოაჩენთ ვითარებას. ანუ, გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ქართული ენა რჩება და ქართულთან ერთად რუსული ენა შემოაქვთ, ასეა განცხადებული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?! ჩვენ სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ბილინგვური სწავლება, როდესაც ადამიანს ორ ენაზე ასწავლიან. სიტყვაზე, ინგლისური რომ შეიტანონ, უარესი იქნება? ჩვენ სკოლაში რომ ვასწავლით ქართულთან ერთად ინგლისურს და ფრანგულს, კარგია თუ ცუდი?! ანუ, ადამიანმა ორი ან სამი ენა იცის, ხომ კარგია?!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, გალში მომავალი წლიდან რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლა იგეგმება.

კომენტარები