ე.წ. ჭუბურხინჯის ფორმატი

ზაქარეიშვილი: ჭუბურხინჯის ფორმატი აუცილებელია

ე.წ. ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა სასარგებლო იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადგილზე წყდება ბევრი საკითხი. მოგეხსენებათ, გალში თუ ერგნეთში პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. განიხილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემები. ეს შეიძლება ყოფითი საკითხები იყოს, გამორიცხული არ არის კრიმინალური საკითხებიც - ვიღაცას ძროხა დაეკარგა, ვიღაც ადამიანი დაკავებულია და ასე შემდეგ. უამრავი, ყველდღიური საკითხები, რაც ადგილზე საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს ყოველგვარი ცენტრიდან თუ გარკვეული მაღალ დონიდან ჩარევის გარეშე. ამ ტიპის შეხვედრები ტარდება, მაგალითად, ერგნეთში და ჩვენ ვხედავთ, რომ სირთულეების მიუხედავად, ბევრი საკითხი გვარდება. თუმცა, უფრო მეტი ვერ გვარდება, მაგრამ საუბარი მიმდინარეობს. მუშაობის საშუალება გვეძლევა. ამიტომ ასეთი ფორმატი აუცილებელია. მაგალითად, ახლახან გაათავისუფლეს სოხუმიდან ორი ხონელი პირი. ისინი ხონიდან გალის რაიონში სამუშაოდ იყვნენ გადასულები, დააპატიმრეს. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, პირიქით, მუშაობდნენ. გარკვეულწილად ადგილობრივებს რაღაცაში ეხმარებოდნენ. ისინი დააპატიმრეს და რამდენიმე თვე დასჭირდა მათ გათავისუფლებას, როდესაც ამ ტიპს რეგულარული შეხვედრები რომ ყოფილიყო, უფრო მალე მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. საკითხის ოპერატიულად მოგვარებისათვის ადგილზე შეხვედრა და ამ ტიპის ფორმატი აუცილებელია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში.

კომენტარები