ლარის გაუფასურება

ხორგუაშვილი: მთავრობის მიერ დიდი მგეგმავის ფუნქციის შესრულებამ ლარი გააუფასურა

ლარის კურსის გაუფასურება მეტწილად რის გამო მოხდა? მოხდა იმის გამო, რომ მთავრობამ შეითავსა უფრო დიდი მგეგმავის ფუნქცია. ცხვირი ჩაყო ისეთ საქმეებში, რასაც არეგულირებდნენ უბრალო მოქალაქეები - ე.წ. კერძო სექტორი. ამის მრავალი მაგალითია - დაწყებული ვიზების რეგულაციებიდან, მიწების გაყიდვიდან და დამთავრებული უფასო ჯანდაცვით, რამაც ძალიან დააზარალა კერძო სექტორი. განსაკუთრებით სადაზღვევო კომპანიები. შესაბამისად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნება უნდა მოხდეს უფრო მეტი ლიბერალიზაციით, შეზღუდვების გაუქმებით. საჭიროა ისიც, რომ უფრო რადიკალური რეფორმების გატარება, როგორიცაა გადასახადების შემცირება და ასევე ხარჯების მკვეთრი შემცირება.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორი ზვიად ხორგუაშვიი ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები