სამთავრობო ცვლილებები

რატიანი ხოკრიშვილის გადადგომაზე: ივანიშვილს ვასალის ვასალი არ სჭირდება

მე ვფიქრობ, რომ ეს არის კლანებს შორის გარკვეული გადანაწილება. ერთი რამე რაც შეიმჩნევა - უშუალოდ ღარიბაშვილის კადრების მოცილება ხდება და [ინიშნებიან] პირადად ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები, ვისთანაც ივანიშვილს პირადი ურთიერთობა აქვს, პირადად აქვს გამოცდილება მათთან თანამშრომლობის... ანუ ვასალის ვასალი არ სჭირდება, მას სჭირდება უშუალოდ ვასალები. ღარიბაშვილის კადრები, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ სჭირდება, მას სურს, რომ თვითონ ჰქონდეს პირადად ურთიერთობა ახალ მინისტრებთან.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის შესახებ.

კომენტარები