სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა

ღარიბაშვილის მთავრობის წასვლას მოითხოვდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მოითხოვს. 21 მარტს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ამ მოთხოვნით, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამით ქვეყნის პრობლემა არ წყდება და სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის მართვას, მანამდე გაგრძელდება ეკონომიკის ნგრევა, უმუშევრობის, კრიმინალის, სიღარიბის ზრდა და ლარის ვარდნა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, არა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას, დაიწყებს ჩვენს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები