სამთავრობო ცვლილებები

ბესელია: მთავრობა ნდობის მანდატს ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ გამოიყენებს

ჩვენ ნდობა გვაქვს ამ მინისტრთა კაბინეტის და პრემიერის მიმართ იმიტომ, რომ ძალიან კარგად აცნობიერებენ, რამდენად სწრაფად და რამდენად დროულად უნდა მივიყვანოთ რეფორმები ყველა მიმართულებით. და ეს განცდა პასუხისმგებლობის, რომელიც აქვს მთავრობას და პრემიერს დღეს, განცდაც და მზაობაც ამ რეფორმების დასრულების, არის ჩვენთვის გარანტი იმისა, რომ ნდობის მანდატი იქნება გამოყენებული ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ ნდობის ხელახალ გამოცხადებაზე.

კომენტარები