მელიქიშვილი: ფასადური ცვლილებების ადგილი და დრო ნამდვილად არ არის

ხალხისთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელ მინისტრს რა მიზეზით გააპარებენ, ასევე მნიშვნელოვანი არ არის, თუ აღნიშნული ფასადური ცვლილებით ვისი პოზიციები ძლიერდება ან ვისი პოზიციები მცირდება მმართველ კოალიციაში. ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ძირეული ცვლილება, მთლიანობაში გადადგეს აღნიშნული მთავრობა. მთავრობა, რომელმაც ერთი მილიარდი დააკარგვინა 2012 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს ბიუჯეტს. ამ წლებში ოთხი მილიარდის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დააკარგვინა საქართველოს ეკონომიკას, გააუფასურა ლარი, ექსპორტი შემცირდა და, ბუნებრივია, აქ ფასადური ცვლილებების ადგილი და დრო ნამდვილად არ არის. საჭირო და აუცილებელია ძირეული ცვლილება და მთლიანად უნდა გადადგეს აღნიშნული მთავრობა.

აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები