ლარის გაუფასურება

ბოკერია ლარის კურსზე: ამას კომისიის შექმნა კი არა, მთავრობის გამოცვლა სჭირდება

ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც 3 წელია, ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ. ეს არის პოლიტიკა გადასახადების გაზრდის და არა შემცირების, ბიუროკრატიის ზრდის, ნათესავების და მეგობრების დასასაქმებლად, რეგულაციების ზრდის, ტურიზმის დანგრევის, კრიმინალის ზრდის და უაზრო სავიზო პოლიტიკის ხარჯზე - ამის შედეგია. ამას კომისიის შექმნა კი არ სჭირდება, ამას სჭირდება ივანიშვილისგან საქართველოს მთავრობის განთავისუფლება და ამ მთავრობის გამოცვლა. მთავრობისა, რომელიც დღემდე ამ კრიზისის უმძიმეს პერიოდში გვეუბნება, რომ გეგმა არ აქვს, იმიტომ რომ კრიზისს არ აღიარებს. 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნაზე.

კომენტარები