სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი: რამდენიმე საათში არ უნდა ვიგებდეთ, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლება

მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ. მე ალასანიას შეცვლაზეც ნეგატიური რეაქცია მქონდა. ამ შემთხვევაშიც, მე მირჩევნია ბევრად მეტი სტაბილურობა. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური თემა, აქ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ქართულ არმიას და ქართულ ჯარს. რამდენიმე საათში არ უნდა ვიგებდეთ, რომ იცვლება თავდაცვის მინისტრი - ასე იყო ალასანიაზე და ასე იყო მინდია ჯანელიძეზეც.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერის ერთი კვირით გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

კომენტარები