გეორგიევსკის ლენტები

კანდელაკი: გეორგიევსკის ლენტები ტოტალიტარიზმის და ძალადობის სიმბოლოა

ერთ-ერთი ტელევიზია დილიდან გეორგიევსკის ლენტებს „გეორგიევსკის ტრაქტატის" ლენტებს უწოდებს. მეგობრებო, ამ ლენტას გეორგიევსკის ტრაქტატთან არაფერი საერთო არ აქვს. მეფის რუსეთში არსებობდა პრესტიჟული სამხედრო ჯილდო, რომლის ლენტს ქონდა სწორედ ეს ფერები. ბოლშევიკურ გადატრიალებასთან ერთად განადგურდა როგორც ეს ორდენი ასევე მისი ყველა ატრიბუტი, მათ შორის ოფიცრული (პრუსიული) ეთიკა. შემდეგ ეს ფერები ვითომ დაუშვა სინამდვილეში კი საკუთარი ტირანიის სიმბოლოდ აქცია სტალინმა - 1943 წელს ნაციონალიზმის სიმბოლოების დაშვებასთან ერთად. დღეს ეს ლენტი იმიტომაა აქტუალური რომ იგი გააფეტიშა და საკუთარი ბოლშევიკურ-ცარისტული კრიმინალური ფსევდომესიანიზმის დროშად აქცია პუტინმა. სწორედ ეს ლენტი იყო ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული სასაკლაოს სიმბოლოც და დროშაც (რის გამოც უკრაინელები კოლორადოს ხოჭოს უწოდებენ). სწორედ ამიტომ ეს ლენტი არის როგორც ტოტალიტარული სიმბოლო, ასევე ახდენს ძალადობის პროპაგანდას (რითაც არღვევს საქართველოს კანონს - „თავისუფლების ქარტიას" და მისი ტარება უკანონოა). სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ დარწმუნებული არ ხართ დაგუგლეთ მაინც.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა

კომენტარები