ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ომი ქართველმა მოიგო და ამითია ეს დღე განსაკუთრებული

ეს არის მართლაც ძალიან დიდი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, როგორც უკვე ვთქვი და მინდა გავიმეორო, ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა იმ კუთხით, რომ ყველაზე მეტი გმირი დავკარგეთ ამ ომში ქვეყნის სიდიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დღე და მე მინდა განსაკუთრებულად მოვეფერო ჩვენს ვეტერანებს, მათ მივულოცო დღვანდელი დღე, ვინაიდან სწორედ მათი მონაწილეობის შედეგად მოხდა სხვა ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მიღწევა. რაც მთავარია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით.

კომენტარები